საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

იურიდიულ ფაკულტეტზე 2023-2024 ს/წ შემოდგომის სემესტრის სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციის ჩატარების შესახებ

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე 2023-2024 ს/წ შემოდგომის სემესტრის სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციისათვის დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2023 წლის 02 ოქტომბრიდან 2023 წლის 01 დეკემბრის ჩათვლით.

 

ამავე ვადაში, კონფერენციაში მონაწილეობის მსურველმა საკონფერენციო ნაშრომი უნდა ატვირთოს “E-Learning”-ის სასწავლო ბაზაში, პროგრამა “Turnitin”-ის გამოყენებით პლაგიატზე შემდგომი შემოწმების მიზნით (იხ. “Turnitin”-ის პროგრამის გამოყენების ვიდეოგაკვეთილი და ნაშრომის Turnitin-ზე შემოწმების სახელმძღვანელო სტუდენტებისათვის. შენიშვნა: ორ სხვადასხვა სექციაში მოხსენების წარმოდგენის შემთხვევაში, ერთ-ერთი ნაშრომი უნდა აიტვირთოს „საბოლოო ვერსიაში“, ხოლო მეორე კი „საბოლოო ვერსია (Copy)-ში“.

 

კონფერენციის ჩატარება იგეგმება დეკემბრის თვეში.

 

დეტალური ინფორმაციისათვის იხ. სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციის ჩატარების წესის შესახებ რეგლამენტი

 

თსუ იურიდიული ფაკულტეტის ინტერნაციონალიზაციისა და სამეცნიერო კვლევების სამსახური

საკონტაქტო ელფოსტა: lawconference@tsu.ge

თარიღი: 02/10/2023